19- 20 იანვარს გუდაურში Fun fest 2019 გაიმართება

19-20 იანვარს გუდაურში Fun fest 2019 გაიმართება, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ტურისტული კომპანია “გრანდ თრეველ გრუპის” დირექტორმა თამარ დოლიძემ, კომპანიის წევრმა გიორგი კაკიაშვილი და სარეკლამო- საორგანიზაციო ჯგუფის, “სამაია გრუპის” წევრებმა ანრი ახობაძემ და ანი სიხუაშვილმა განაცხადეს.
„მოგახსენებთ, რომ „გრანდ თერეველ გრუპისა“ და „სამაია გრუპის“ ინიციატივით, 19-20 იანვარს გუდაურში მხიარული ფესტივალი გაიმართება, სადაც „გრანდ თრეველ გრუპი“ კომპანია „ქაფქაფასთან“ ერთად, ინოვაციურ ბადაგის კოქტეილს, სპეციალური ხელნაკეთი ჭიქებით წარმოადგენს, რაც დამატებით ელფერს შესძენს ამ ყოველივეს. ასევე, იქნება გიგანტური ჩურჩხელა. ფესტივალზე იქნება სხვადასხვა სახის გასართობი პროექტი, ღვინის და კერძების დეგუსტაცია. გამოფენა-გაყიდვა“, – განაცხადა თამარ დოლიძემ.
„გრანდ თრეველ გრუპის“ წევრის, გიორგი კაკიაშვილის თქმით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული ჩირი.
„მე წარვდგები ჩემი პროდუქციით – ქართული ჩირით და ტყლაპით. ეს საპილოტე პროდუქციაა, რომელიც ინფრაწითელი სხივების საშუალებით, დახურულ კარადებშია გამომშრალი. ეკოლოგიურად სუფთაა, კონსერვანტების, დანამატების გარეშე. ინფრაწითელი სხივები პროდუქტს ყოველგვარ მიკრობებსა და ბაქტერიებს აცილებს. შემდეგში, ალბათ, გავზრდი წარმოებას“, – განაცხადა კაკიაშვილმა.
ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი დილით 10:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათამდე გასტანს.
„ამ ფესტივალს ორგანიზებას „სამაია“ ჯგუფი, „რედკოსთან“ თანამშრომლობით გაუწევს. “რედკოს” ტერიტორიაზე გონდოლებთან ფესტივალი ჩატარდება. დაიწყება 10:00 საათზე და გასტანს 18:00 საათამდე“, – განაცხადა ანრი ახობაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები