ამირან სალუქვაძე: ჩემი ვარაუდით, ბრექსიტი დროში გაიწელება შიდაპოლიტიკური ბატალიების ფონზე

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მიერ ბრექსიტის შეთანხმების ჩაგდებას, სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძე ეხმაურება.
“ბრიტანეთის პარლამენტმა ბრიუსელთან შეთანხმებული ტერეზა მეის ბრექსიტს გეგმა ჩააგდო: 202 ხმა 432-ის წინააღმდეგ.
როგორც წერენ, ეს ყველაზე სერიოზული ჩავარდნაა ბოლო 95 წლის მანძილზე, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ტერეზა მეის გადადგომა, ან ახალი საპარლამენტო არჩევნებიც.
რაც შეეხება ბრექსიტს, რამდენიმე გაგრძელებაზე საუბრობენ, მ.შ. შეთანხმების გარეშე გასვლაზე. ჩემი ვარაუდით, ბრექსიტი დროში გაიწელება შიდაპოლიტიკური ბატალიების ფონზე. ერთადერთი, თუ ევროკავშირი შესძლებს ცალმხრივად გაწყვიტოს. თუმცა ასეთი გადაწყვეტილებით დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ევროკავშირის მოქალაქეებს დატოვებენ რეგულაციებს მიღმა”, – წერს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები