სალომე ზურაბიშვილი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოეგს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს.
პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია ბრიუსელში დადგემილ ვიზიტამდე ინფორმაციის მიღება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან. საუბრისას აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრებს რეგულარული სახე მიეცემა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, ადმინსტრაციის უფროსის მოადგილე ქეთევან მახარაშვილი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფრორმაციო ანალიტიკური ანგარიშების განყოფილების უფროსი ანდრეა ხმიელინსკი და ოპერაციათა განყოფილების უფროსის მოადგილე, მაურა ო’სალივანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები