დავით ბაქრაძე: უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალია შეესაბამება არამხოლოდ უკრაინული, არამედ ქართული სახელმწიფოს ინტერესსაც

მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც განამტკიცებს და აძლიერებს უკრაინის დამოუკიდებლობას, რომელიც უკრაინაზე რუსეთის გავლენას ზღუდავს და უკრაინელი ხალხის ინტერესს შეესაბამება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზუსტად ისე, როგორც ქართული ეკლესიის ავტოკეფალია არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ძალიან დიდი მიღწევა, უკრაინული ეკლესიის დამოუკიდებლობაც უკრაინელი ხალხის და უკრაინული სახელმწიფოს მიღწევაა.
დავით ბაქრაძის განცხადებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, არ შეიძლება, ხელისუფლება მეგობარ სახელმწიფოს არ ულოცავდეს, როდესაც მათ ისტორიაში ასეთი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა ხდება.
„ჩვენ ეკლესიის გადაწყვეტილებაში ვერასდროს ვერ და არ ჩავერევით. ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ როგორც პოლიტიკოსებს და საქართველოს მოქალაქეებს, უფლება გვაქვს, ჩვენი აზრი გვქონდეს. უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალია შეესაბამება არამხოლოდ უკრაინული, არამედ ქართული სახელმწიფოს ინტერესსაც, ამიტომ ვულოცავთ ჩვენ უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ეს კანონიკური მილოცვა არ არის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები