“საქართველო ნავთობს არ აწარმოებს და როგორ წარმოუდგენიათ, რომ საქართველოს ეგიდით სადმე ნავთობი გავიდეს?” – დავით მათიკაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ერთი ფაქტიც არ არსებობს, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლაში ვინმეს ხელს უწყობს.

როგორც დეპუტატი განმარტავს, ყულევის ნავთობის ტერმინალი დასასანქცირებელი სიიდან იმიტომ ამოიღეს, რომ სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არსებობს.

„ევროკომისიის პრესსპიკერს მოუსმინეთ? აღქმებზე დაფუძნებული განცხადება ჰქონდა. თქვა, ფაქტები არ ვიცი, კონკრეტულს ვერ გეტყვით, მაგრამ საკითხი ასე წარმომიდგენიაო. თურმე, საქართველოში ნავთობი შემოდის და შემდეგ რეექსპორტით გადის. საქართველო ნავთობს არ აწარმოებს და როგორ წარმოუდგენიათ, რომ საქართველოს ეგიდით სადმე ნავთობი გავიდეს? ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ტყუილებს ავრცელებენ. ცრუ ფაქტების ხუხულაა. ყულევის დასანქცირებაზე ვინ იტყოდა უარს, ერთი ფაქტი მაინც ხელში რომ ჰქონოდათ? ერთი ფაქტიც არ არსებობს, რომ საქართველო ვინმეს ხელს უწყობს სანქციების გვერდის ავლაში. დასასანქცირებელი სიიდან ყულევის პორტის ამოღება იმის გამო მოხდა, რომ არანაირი ფაქტი არ არსებობს. საქართველომ ვალდებულებები ახლა კი არა, 2022 წელს აიღო. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ ვართ, ჩვენ ვალდებულება ნებაყოფლობით ვიტვირთეთ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, რომელსაც ზედმიწევნით ვასრულებთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები