აბასთუმანში ქარმა ხე მოგლიჯა – ობსერვატორიისკენ მიმავალი გზა დროებით ჩაკეტილი იყო

აბასთუმანში ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილმა ხემ ობსერვატორიისკენ მიმავალი გზა ჩაკეტა.
როგორც “კვირას” დაბა აბასთუმანში მერის წარმომადგენელმა გიორგი გედევანიძემ განუცხადა, გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულებულია და გადაადგილება შეფერხების გარეშეა შესაძლებელი.
“გასულ ღამეს, ძლიერმა ქარმა ვერხვი მოგლიჯა, რომელიც ობსერვატორიისკენ მიმავალ გზაზე დაეცა. დროებით გადაადგილება შეფერხებული იყო, თუმცა გაწმენდითი სამუშაოები მალევე ჩატარდა და გზა უკვე გახსნილია”, – განაცხადა გიორგი გედევანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები