გიორგი მიქაუტაძე: ბოლო პერიოდში განხორციელდა არაერთი რეფორმა, რათა სასამართლო სისტემას ჰქონოდა რეალური დამოუკიდებლობა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში განხორციელდა არაერთი რეფორმა, რათა სასამართლო სისტემას ჰქონოდა რეალური დამოუკიდებლობა, რაც მისი თქმით, მიღწეულია.
მიქაუტაძე აღნიშნავს რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც უპრეცედენტო გარანტიებს ქმნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, მიქაუტაძის თქმით, როგორც დაანონსებულია, აღნიშნულ საკითხზე უახლოეს მომავალში გაიმართება შეხვედრა ფართო ჩართულობით, სადაც დაზუსტდება დეტალები კრიტერიუმებთან მიმართებაში.
“რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს, მინდა განვაცხადო, რომ ბოლო პერიოდში განხორციელდა არაერთი რეფორმა, რათა სასამართლო სისტემას ჰქონოდა რეალური დამოუკიდებლობა, რაც მიღწეულია. საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც უპრეცედენტო გარანტიებს ქმნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის, თუმცა დღეს გვესმის სინანულის ტონით გაკეთებული განცხადებები და ვფიქრობ, ეს ძალიან არასწორია”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები