ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმური სწავლება გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულმა, სამედიცინო ჯგუფთან და სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფთან ერთად, გეგმურ იმიტირებულ სწავლებაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სწავლება ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით განხორციელდა და მის მიზანს მართვის ცენტრთან და მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მოქმედების დახვეწა, ასევე კრიტიკულ სიტუაციაში ინციდენტის ადგილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. სწავლების დროს სამხედროებს პირობითად დაშავებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მოუწიათ, სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფმა კი, სახმელეთო სამედიცინო ევაკუაციაც განახორციელა.
წვრთნები პერმანენტული ხასიათისაა და სამხედრო უნარ-ჩვევების კიდევ უფრო დახვეწას ისახავს მიზნად.
ცნობისათვის, II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას ოქტომბრის თვიდან ასრულებს. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები