ტრამპი: თუ აშშ მექსიკასთან კედლის ასაშენებლად დაფინანსებას არ მიიღებს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ მას სრული უფლება აქვს გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში.
მისი თქმით, მას შეუძლია გააკეთოს და ალბათ, მართლაც გააკეთებს, თუკი კედლის აშენების დაფინანსებაზე დემოკრატებთან მოლაპარაკებები ვერ შედგება.
ამ უკომპრომისო მდგომარეობის გამო, 22 დეკემბრიდან ქვეყანაში მთავრობა ნაწილობრივ არ მუშაობს.
ტრამპმა ასევე, განაცხადა, რომ საბიუჯეტო კრიზისის გამო დავოსში ფორუმზე გამგზავრება გააუქმა.
“იმის გამო, რომ დემოკრატები დათმობაზე არ მოდიან, საზღვრის უსაფრთხოების დაცვისთვის, მე დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა გავაუქმო ჩემი მნიშვნელოვანი ვიზიტი დავოსში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე”, – წერს ამერიკის პრეზიდენტი “ტვიტერზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები