“გარიცხვა ცუდი სიტყვაა თუმცა, მსგავსი პოზიციებით ჩვენ გუნდში ერთად ვერ დავრჩებით”
“გარიცხვა ცუდი სიტყვაა თუმცა, ალბათ მსგავსი პოზიციებით ჩვენ გუნდში ერთად ვერ დავრჩებით, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
“გარიცხვა ცუდი სიტყვაა თუმცა, ალბათ მსგავსი პოზიციებით ჩვენ გუნდში ერთად ვერ დავრჩებით და როგორი ფორმით მოხდება და ამას მომავალი გვიჩვენებს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა.
როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, ეკა ბესელია გუნდისა და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ წავიდა.