გიორგი ისაკაძე: დავწერ TBC Bank ქეისზე, ვერკვევი დეტალებში და ჩემი პოზიციაც დაიდება

“ბანკი, რომელიც ჩვენს თვალწინ გაიზარდა და მსოფლიოში პატივსაცემი ფინანსური ინსტიტუტი გახდა არასდროს გახდება გაურკვეველი სამეფო კარის თამაშების მსხვერპლი!” – ამის შესახებ გადაცემა „საქმიანი დილის“ ავტორი გიორგი ისაკაძე აცხადებს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„ბევრმა მომწერა და აუცილებლად მალე დავწერ TBC Bank ქეისზე, ვერკვევი დეტალებში და ჩემი პოზიციაც დაიდება.
მანამდე გეტყვით,18 წლის ვიყავი, როცა ბანკის 32 კაციან (ქალბატონებიც იყვნენ ცხადია) გუნდს შევუერთდი ჭავაჭავაძის გამზირზე არსებულ მაშინდელ ერთადერთ სათაო ოფისში. რამდენიმე თვეში უკვე იყო TBC TV და არაჩვეულებრივი დროება მაშინდელ მთავარ სატელევიზიო ლიდერებთან ერთად და პირველი ბიზნეს გადაცემა “საქმე”, რომელსაც დასაბამი ზაზა შენგელიამ და ვაჟა ბერიძემ მისცეს.
დღეს ბანკი 5000 ოჯახის დამსაქმებელია, მე კი მის მიმართ სენტიმენტები ჯერ კიდევ 30 კაციანი გუნდიდან მოყოლებული მომყვება…..
ბანკის მენეჯმენტის, თავად ინსტიტუტის და მისი სხვა პროექტების უსამართლო ჩაგვრას არავის გავუტარებ!
და ბანკი, რომელიც ჩვენს თვალწინ გაიზარდა და მსოფლიოში პატივსაცემი ფინანსური ინსტიტუტი გახდა არასდროს გახდება გაურკვეველი სამეფო კარის თამაშების მსხვერპლი!
ასეთი დავიბადეთ, აღგვზარდეს მშობლებმა და ამ ღირებულებებით(და გაგებით) გავაგრძელებთ ყველა ერთად მომავალში ზრდას! მიუხედავად იმისა, ვის რა შეცდომები გვაქვს დაშვებული ცხოვრების რთულ გზაზე…
არანაირი ვარდნა! მხოლოდ წინ და მხოლოდ ზრდა!
საქართველომ უნდა გაიმარჯვოს!
ასეა ეს საქმე!
ესაა ჩვენი გუნდის პოზიციაც, ბიბლიაც და კონსტიტუციაც“ – წერს გიორგი ისაკაძე.
ცნობისათვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო “თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.
ამ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ სამეთყვალყურეო საბჭოს ხელმღვანელი მამუკა ხაზარაძე დაიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები