საკუთარი „მეს“ მართვის ხელოვნება ანუ როგორ გავხდეთ საკუთარი ცხოვრების შემოქმედი – ინტერვიუ ცნობილ ტრენერ ნათია ქოიავასთან

„გახდი საკუთარი ცხოვრების შემოქმედი!“საკმაოდ მიმზიდველად ჟღერს, მაგრამ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა იმისთვის, რომ საკუთარი ცხოვრების შემოქმედი გახდეს? ალბათ, ბევრჯერ გვინატრია, რომ ჩვენი პიროვნების პოზიტიური ტრანსფორმაცია მოგვეხდინა, გვქონოდა უფრო ჯანსაღი თვითშეფასება ვიდრე გვაქვს, საჭირო დროსა და ადგილას სწორად განგვესაზღვრა ცხოვრებისეული ორიენტირები, აგვეღო პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, გვემართა ჩვენი დრო ეფექტურად და შეგვძლებოდა სწორი კომუნიკაცია ადამიანებთან. მაგრამ ხშირად ეს ფიქრი მხოლოდ ფიქრად რჩება და ამისთვის არაფერს ვაკეთებთ, ან თუ ვაკეთებთ საკმარისად არა. შესაძლებელია თუ არა ამის გამოსწორება, შეცვლა, განვითარება, ფრთების შესხმა? რა თქმა უნდა – კი! 

ნათია ქოიავა ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია რამდენიმე საათის განმავლობაში დაუღალავად ისაუბროს, თუ როგორ შეგვიძლია გავთავისუფლდეთ კლიშეებისგან, არასრულფასოვნებისა და სხვა კომპლექსებისაგან. ამოვწიოთ ჩვენში ძალიან ღრმად ჩამარხული უნარები და განვავითაროთ ისე, რომ საკუთარი თავიც კი გავაკვირვოთ.

ნათია ქოიავა საჯარო მმართველობის დოქტორია, სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი, ასოცირებული პროფესორი თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, ასევე, შპს TRCC-ის თანადამფუძნებელი და სერტიფიცირებული ტრენერი, 12–წლიანი გამოცდილებით, NLP ქოუჩინგში, ლიდერობასა და პიროვნულ განვითარებაში.

ნათია ქოიავა: ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე: პირველი, როცა ის იბადება და მეორე, როცა მიხვდება, თუ რისთვის.  ან გნებავთ, ადამიანი იბადება ორჯერ, პირველად მაშინ, როცა მას დედა შობს და მეორედ მაშინ, როცა მიხვდება საკუთარ მისიას, რისთვისაც ის ამ ქვეყანას მოევლინა.

ნათია, როდის გააანალიზეთ, თუ რა იყო თქვენი მისია…

საკუთარ მისიაზე პირველად მაშინ დავფიქრდი, როცა ბატონი გია მაისაშვილის „ლიდერთა სკოლაში“ მოვხვდი. აუცილებელი პირობა იყო, რომ „მისიის განაცხადი“ მარტო გონებაში კი არ უნდა გაგვეაზრებინა, არამედ ფურცელზე უნდა გადაგვეტანა. იმის გაცნობიერებამ, რომ ადამიანების აზროვნება და შესაბამისად, მათი ცხოვრება უნდა შემეცვალა, ისე აღმაფრთოვანა, რომ მათი პოზიტიური ტრანსფორმაციის იდეით შთაგონებული, ჩემს მისიის განაცხადში, ტრეინინგებსა და სასერტიფიკატო კურსებზე ბევრად უფრო შორს წავედი და უმთავრეს მიზნად საქართველოში საერთაშორისო დონის უნივერსიტეტის დაარსება დავისახე. გულანთებული ვწერდი მსგავს პრეცედენტებზე ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან: კოლხეთის უმაღლეს რიტორიკულ სკოლაზე (III-IV საუკუნეები), სადაც თავად ბერძნები ეუფლებოდნენ რიტორიკულ განათლებას, მიუხედავად იმისა, რომ ათენშიც შეეძლოთ, განსწავლულიყვნენ, რადგან სპეციალური რიტორიკული სკოლა მხოლოდ კოლხეთში არსებობდა; 1106 წელს დაარსებულ გელათის აკადემიაზე, რომელსაც თანამედროვენი „აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად“ იხსენიებდნენ. შემდგომ, სწავლის პროცესში მივხვდი, რომ პრეცედენტების არსებობა სულაც არ არის აუცილებელი და სრულიად შესაძლებელია, შენ გააკეთო პირველმა ის, რაც შენამდე არავის გაუკეთებია. ეს იყო 2006 წელს. მას შემდეგ ვატარებ ტრეინინგებს და ვკითხულობ ლექციებს სხვადასხვა დაწესებულებასა თუ უნივერსიტეტში.

რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ტრეინინგ-კვლევითი-საკონსულტაციო ცენტრის დამფუძნებელიც ხართ, მოგვიყევით ცენტრის შესახებ…

დიახ. 2018 წლის ზაფხულში მე და ჩემმა პარტნიორმა დავაფუძნეთ ტრეინინგის, კვლევისა და საკონსულტაციო ცენტრი, „TRCC“, რომელიც გთავაზობთ როგორც მოკლევადიან თუ კომბინიებულ სასერტიფიკატო კურსებს, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, კონკრეტული უნარების გასავითარებლად თუ პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად, ასევე, NLP პრაქტიკის, ქოუჩინგისა და პოზიტიური ფსიქოთერაპიის გამოყენებით, ეხმარება მსმენელებსა თუ ინდივიდუალურ კლიენტებს, აღმოაჩინონ და დაძლიონ პრობლემების/კომპლექსების გაუცნობიერებელი მიზეზები, საკუთარ თავში იპოვონ და გააძლიერონ მათთვის საჭირო რესურსები, დაამყარონ კავშირი ქვეცნობიერთან, მოიშორონ არასასურველი ჩვევები თუ სიმპტომები და ა.შ. წინ დიდი გეგმები გვაქვს და აუცილებლად დავაგვირგვინებთ იმით, რაც წლების წინ საკუთარ მისიად დავისახე და არჩეული გეზიდან არასდროს გადამიხვევია.

კურსის მიზანზე ცოტა ვრცლად რომ ვისაუბროთ…

კურსის მიზანია,  დაარწმუნოს მსმენელები, რომ ადამიანს იმაზე გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე თავად ფიქრობს; ასწავლოს მათ, თუ როგორ დაინახონ შესაძლებლობები პრობლემების ნაცვლად; აღჭურვოს ისინი სათანადო უნარებით, რომ თავისუფლად და ხალისით გადალახონ ცხოვრებისეული გამოწვევები; განუვითაროს მიდგომა, რომ არ არსებობს მარცხი, არსებობს მხოლოდ უკუკავშირი; და რომ გამარჯვება ის კი არ არის, არასოდეს დაეცე, არამედ ის, რომ რამდენჯერაც დაეცემი, იმდენჯერ წამოდგე უფრო ძლიერი და ენთუზიაზმის გაუნელებლად განაგრძო წინსვლა.

2006 წლიდან დღემდე, უწყვეტად ვუძღვები პიროვნული განვითარებისა და სხვა პროგრამებს და საკუთარი თვალით მიხილავს ადამიანების პიროვნული ზრდა, აზროვნების, მიდგომების ცვლილება, პოზიტიური ტრანსფორმაცია. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ  ადამიანები ბრწყინვალე შედეგებს დებენ პირად, კარიერულ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ მაგნიტივით ხდებიან სხვა ადამიანებისთვის, ყველას იზიდავენ, ყველას უნდა მათთან ურთიერთობა, მეგობრობა, თანამშრომლობა და ა.შ. რაც მთავარია, თავად ხდებიან ძალიან ლაღები, გაწონასწორებულები, პროაქტიურები, პოზიტიური მიდგომებით, იციან, რომ თავად არიან პასუხისმგებელი თავიანთ ცხოვრებაზე, ჩივილს და წუწუნს ამჯობინებენ, იმოქმედონ, უყალიბდებათ ჯანსაღი თვითშეფასება და ხვდებიან, რომ იმაზე გაცილებით მეტი შეუძლიათ, ვიდრე მანამდე ეგონათ, აკეთებენ ისეთ რამეს, რაც მანამდე ვერც კი წარმოედგინათ, რომ შეეძლოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე არამარტო პიროვნული განვითარების, არამედ კიდევ რამდენიმე ტიპის ტრეინინგს ვუძღვები, ამ კურსს, რომელიც ყველაზე უფრო ძველია, მაინც ყველაზე მთავარი ადგილი უჭირავს. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ  საკითხები, რომლებსაც იგი მოიცავს, აქტუალურობას არასოდეს დაკარგავს.  ეს არის კურსი, რომელიც ადამიანს აპოვნინებს სწორ ცხოვრებისეულ ორიენტირებს, ხდის უფრო თავდაჯერებულს, ეხმარება საკუთარი თავის შეცნობასა და მისიის პოვნაში, დროის ეფექტურად მართვაში, სწორ კომუნიკაციაში, იმაში, რომ შეამციროს სტრესი, დაძლიოს შიშები და კომპლექსები, დაიწყოს ცვლილებები საკუთარი თავით და შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ.

ანუ კურსის სლოგანები, „ცვლილებები იწყება შენით!“ და „გახდი საკუთარი ცხოვრების შემოქმედი!“ პირდაპირი მესიჯებია იმის თაობაზე, რომ ყველა ცვლილება, რომელიც გსურს, შენს ირგვლივ იხილო, პირველ რიგში, საკუთარი თავით უნდა დაიწყო…

რა თქმა უნდა, თუ შენს ცხოვრებას თავად არ დაგეგმავ, თავად არ იპოვი საკუთარ მისიას, საკეთებელს და არ დასახავ მიზნებს, ამას შენს ნაცვლად სხვა გააკეთებს და ბევრად უფრო უარესად, ვიდრე – შენ.

კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, რას მიიღებს მსმენელი, თქვენს კურსზე დასწრების შემთხვევაში…

კურსის შედეგად, მსმენელები შეძლებენ საკუთარი თავის შეცნობას, კლიშეებისგან, ჩარჩოებისგან, შემზღუდველი პარადიგმებისგან, არასრულფასოვნებისა და სხვა კომპლექსებისაგან გათავისუფლებას და განავითარებენ უნარებს, რომლებიც დაეხმარება მათ საკუთარი მისიის დანახვასა და დასახვაში, ძლიერი მხარეების აღმოჩენა–განვითარებაში, საკუთარი თავისა და დროის მართვაში, პრიორიტეტების სწორად დასახვაში, დაგეგმილი საქმიანობების ეფექტურად განხორციელებაში, სწორ კომუნიკაციასა და სინერგიის მიღწევაში, კონფლიქტის მართვაში, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, სტრესისგან გათავისუფლებაში. ასევე, საკუთარი თავის სრულფასოვან რეალიზაციაში, პირად, პროფესიულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად.

როგორც უკვე აღვნიშნე, კურსის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის არასოდეს მოძველდება, ყავლი არასდროს გაუვა, არასდროს დაკარგავს აქტუალურობას. ის არ არის კურსი, რომელიც შეგძენთ გარკვეულ უნარებს ან გასწავლით ტექნიკებს, რომელიმე ვიწრო კონკრეტულ სპეციალობაში. ის არის ძალიან მყარი საძირკველი, რომელზეც ნებისმიერი რამის დაშენება შეგიძლია. ის გასწავლის, როგორ იცხოვრო სწორად, როგორ გამოიყენო სწორად და ეფექტურად ის ცოდნა, რაც აქამდე მიგიღია და მომავალში მიიღებ, შესაბამისად, ის მორგებულია, შესაფერისია და უფრო მეტიც აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი პროფესიით თუ მის გარეშე.

კურსზე დასასწრებად ასაკობრივი შეზღუდვა თუ გაქვთ…

მსმენელების ასაკის ქვედა ზღვარი 16 წელია, ზედა ზღვარი კი არ არსებობს. თუმცაღა, ყველაზე ეფექტიანი მაინც მოზარდების (ე.წ. თინეიჯერების) შემთხვევაშია, რადგან ეს სწორედ ის ასაკია, როცა ადამიანები აკეთებენ არაერთ ძალიან მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ არჩევანს. ირჩევენ პროფესიას, მეგობრებს, პარტნიორს… იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებმაც შეიძლება მთელი მათი დარჩენილი ცხოვრება განსაზღვროს.

როდის იწყება თქვენი კურსი უახლოეს მომავალში და რა პერიოდს მოიცავს?

ტრეინინგები ჩატარდება კვირაში სამჯერ, ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 19:00-დან 22:00 საათამდე. საბაზისო კურსი  6 შეხვედრას -18 საათს მოიცავს. კურსი 21 იანვარს დაიწყება.

 

დამატებითი ინფორმაცია: Facebook – Training Research Consulting Center    T:  (+995) 593 -15 -75 -11

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები