იტალიაში ქურდობის ბრალდებით ქართველი მამაკაცი დააკავეს
იტალიაში პოლიციამ ქურდობის ბრალდებით 25 წლის ქართველი, გიორგი ცაძიკიძე დააკავა.
მამაკაცი 2014 წლიდან ქალაქ ნეაპოლის სასამართლოს განაჩენის საფუძველზე იძებნებოდა. მას პროვინციულ ქალაქ კაზერტაში ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 9 თვის და 21 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
იტალიის პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად დამნაშავემ სასჯელისთვის თავის არიდების მიზნით, გვარი შეიცვალა და დედის გვარი იდოიძე მიიღო. თუმცა მისი ვინაობის დადგენა კარაბინერებმა მაინც შეძლეს.