ეკა ბესელია: ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს

ეკა ბესელიამ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უპასუხა.
როგორც “პირველ არხთან” საუბრისას მან განაცხადა, აღნიშნულ თემაზე საუბარს ორშაბათს აპირებს.
ბესელია დარწმუნებულია, რომ საზოგადოება სიმართლეს გაიგებს.
„რა სიმბოლურია, რომ ახლა ვიმყოფები ევროსასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევაზე უნდა ვიმსჯელოთ და საქართველოში ვერ ვთანხმდებით, რომ უნდა არსებობდეს გამართული სტანდარტები და კრიტერიუმები. რაც შეეხება განცხადებას, რაც გავრცელდა პარტიის თავმჯდომარის სახელით, ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს. მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლის სიმართლეშიც“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა.
როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, ეკა ბესელია გუნდისა და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ წავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები