„ნაცვლად პროფესიონალური რჩევებისა, პოლიტიკური შეფასებების ისეთ პლატფორმაზე შემოდიან, სადაც არასამთავრობოები არ უნდა იყვნენ”

„ნაცვლად იმისა, რომ რჩევები მოგვცენ, შემოდიან პოლიტიკური შეფასებების ისეთ პლატფორმაზე, სადაც არასამთავრობოები არ უნდა იმყოფებოდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ კოალიციის “გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
ვოლსკის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საკითხზე მსჯელობის გარეშე გადაწყვეტილებები არ მიიღება.
„ნაცვლად იმისა, რომ პროფესიონალური რჩევები მოგვცენ, შემოდიან პოლიტიკური შეფასებების ისეთ პლატფორმაზე, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები არ უნდა იმყოფებოდნენ. რა იციან ვისთან არის სია შეთანხმებული ან რატომ გამოთქვამენ ისეთ აზრებს, რაც საზოგადოებისთვის არის დამატებითი საფიქრალისა და პრობლემის შემქმნელი. პრობლემა არ აკლია ქვეყანას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესზე მუშაობის დაწყებას პარლამენტისგან დაუყოვნებლივ ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები