ზაზა ხუციშვილი: მივესალმებით უკრაინის სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, საქართველო სეკულარული სახელმწიფოა და ხელისუფლება არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.
რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის, უკრაინის სახლემწიფოებრიობის გასაძლიერებლად გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს“, – აცხადებს ზაზა ხუციშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები