ზაქარია ქუცნაშვილი: უმრავლესობის შემადგენლობიდან ათი, ოცი თუ ოცდაათი დეპუტატის გასვლა ტრაგედია არ იქნება

„ქართული ოცნების“ დეპუტატი პაატა ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა გამოავლინა რამდენიმე პრობლემა, მათ შორისაა ნაკლები გუნდურობა და კომუნიკაცია. მისივე თქმით, უმრავლესობის შემადგენლობიდან ათი, ოცი თუ ოცდაათი დეპუტატის გასვლა ტრაგედია არ იქნება, ის მაინც უმრავლესობაში იქნება.
„ქართული ოცნებისათვის“ უმრავლესობის შემადგენლობიდან ათი, ოცი თუ ოცდაათი დეპუტატის გასვლა პოლიტიკური შედეგების თვალსაზრისით პრობლემას არ წარმოადგენს – ის მაინც უმრავლესობაში იქნება.
ოცნებისათვის ეს ტრაგედიას არ წარმოადგენს. სასიამოვნო არ არის, მაგრამ არც ტრაგიკული არაა.
​საპრეზიდენტო არჩევნებმა მათ შორის გამოავლინა ის, რომ საქმე გვაქვს მთავარი მიზნის დეფიციტთან, ნაკლებ გუნდურობასთან და ნაკლებ კომუნიკაციასთან, რაც ჯამში, იმ შედეგებს იძლევა, რასაც საზოგადოება ხედავს“,-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები