სასწრაფო დახმარების ცენტრი ვაკეში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს დღეს, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, აღნიშნული შემთხვევის მომენტში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტომანქანაში იმყოფებოდა პაციენტიც, რომელიც არ დაშავებულა და გადაყვანილია დანიშნულების ადგილზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად, დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2 ექიმი. ყველა მათგანს უკვე გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები