ხილის წვენები ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობისთვის სახიფათოა

  ბავშვები და მოზარდები ხშირად იღებენ შაქრის გადაჭარბებულ რაოდენობას, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვანაირ ხილის წვენებში ორგანიზმისთვის ბევრი სასარგებლო ნივთიერება შედის. ასეთი წვენები ორგანიზმისთვის ძალიან მავნებელია, რადგან წვენები დიდი ოდენობით შაქარს შეიცავს. ხილის წვენები მავნებელია ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რადგან ამ ასაკში შაქრის გადაჭარბებული რაოდენობის მიღება მომავალში დიაბეტისა და სიმსუქნის განვითარებას უწყობს ხელს.
სტატისტიკის მიხედვით, დასავლეთში ბავშვები და მოზარდები 11-19 წლამდე, ყოველდღიურად, შაქრის მიღების ნორმას 42%-ით აჭარბებენ. ისინი ყოველდღიურად დიდი ოდენობით ხილის წვენებს, პეჩენიებსა და ნამცხვრებს იღებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, შაქრის ყოველდღიური მოხმარება დღეში ექვს კოვზ შაქარს არ უნდა აღემატებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები