სპეციალისტები შავი ზღვის კვლევებს თანამედროვე მოწყობილობებით განახორცილებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები შავი ზღვის კვლევებს თანამედროვე მოწყობილობებით სამეცნიერო-კვლევითი ექოსაუნდერის და წყლის ხარისხის მონიტორინგის უახლესი პორტატიული აღჭურვილობით განახორცილებენ.
„მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტს შესაძლებლობა ექნება სამეცნიერო კვლევები და შავი ზღვის მონიტორინგი მაღალი სიზუსტით შეაფასონ. სპეცილისტები მიღებული გამოცდილების საფუძველზე უკვე სრულიად ახალი, თანამედროვე ხელსაწყოთი- ეკოსაუნდერის საშულებით განახორციელებენ შავ ზღვაში თევზის მარაგების ოდენობის დათვლას. რაც საშუალებას მისცემს სპეციალისტებს მაღალი სიზუსტით ჩაატარონ კვლევები, განსაზღვრონ სწორი სარეწაო პროგნოზირება და რაც ხელს შეუწყობს მეთევზეობის განვითარებას.
შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერების ფარგლებში წყლის ხარისხის მონიტორინგის უახლესი აღჭურვილობის საშუალებით კი სპეციალისტებს შესაძლებლობა ექნება ზღვისა და მტკნარი წყლების ფიზიკურ-ქიმიური , დაბინძურების ევტროფიკაციის მონიტორინგი განახორციელონ.
აღსანიშნავია, რომ მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტს მსგავსი სახის მოწყობილობები არ გააჩნდა“,- აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
მათივე ცნობით, უახლესი თანამედროვე ხელსაწყოები გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეიძინა, რომლის მთლიანი ღირებულება 343 500 ლარს შეადგენს.