რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებმა აქცია გამართეს

რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებმა აქცია გამართეს.  მძღოლები რუსთავის მერისგან ბოდიშს ითხოვენ და აცხადებენ, რომ ხუთშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივლენ.

მათი განცხადებით, მას შემდეგ რაც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ აქციის მონაწილეებთან ერთად, რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსში, გაზრდილი ტარიფის, ორი ლარის, აღმნიშვნელი ფურცელი ჩამოხსნა და საქარე მინასთან ძველი ტარიფის აღმნიშვნელი ფურცელი დადო მგზავრები მძღოლებს დაუპირისპირდნენ.

ტრანსპორტის პროფკავშირები მძღოლებს თანადგომას უცხადებს.

პროფკავშირების ხელმძღვანელის ლავრენტი ალანიას განცხადებით, დაუშვებელია მძღოლზე ზეწოლა. მისვე თქმით, მერიას ერთი თვით ადრე ეცნობა იმის შესახებ, რომ ტარიფის გაზრდას აპირებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები