გვიცავს თუ არა წყალბადის ზეჟანგი გრიპისგან-პაატა იმნაძე: ყველაფერი ახსნილია

მოქალაქეების ნაწილის მოსაზრებებს, რომ გრიპის ვირუსთან საბრძოლველად წყალბადის ზეჟანგი, იგივე “პერეკისი” ეფექტური საშუალებაა,​ ფეისბუქმომხმარებელი თეა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება.
როგორც კაკაბაძე განმარტავს, არ არსებობს რაიმე სერიოზული მტკიცებულება, რომელიც ვირუსთან საბრძოლველად წყალბადის ზეჟანგის სარგებლიანობას დაამტკიცებდა.
“მოდით მარტივად, მშვიდად და ერთად ვიმსჯელოთ 3% წყალბადის ზეჟანგის (პერეკისის) შესაძლო ზემოქმედებაზე, სარგებელსა და რისკზე ჩვენს ორგანიზმში.
შესაძლო იმიტომ, რომ არ არსებობს რაიმე სერიოზული მტკიცებულება, რომელიც მის სარგებელს დაამტკიცებდა.
ყელში გამოვლება და ცხვირში ჩაწვეთება საპროფილაქტიკოდ: თუ შემთხვევით მივუსწრებთ იმ კონკრეტულ დროს ცხვირსა და ხახაში მოხვედრილ ვირუსს (რომელიც ჯერ არ გადასულა სისხლში / არ ჩაგვიყლაპავს / არ გაგვინადგურებია საკუთარი ძალებით), დასაშვებია, რომ პერეკისმა მოკლას ეს ვირუსი, მაგრამ აქ დგება საკითხი…
1) რა კონცენტრაციის პერეკისით აპირებთ ვირუსის მოკვლას. აფთიაქში არსებული (3%) კონცენტრაციის ჩაწვეთებებს, იმედია, არ აპირებთ. მისი ხშირი გამოყენებით დაიზიანებთ ხახას (ცხვირსაც), შეიძლება გამოიწვიოთ მისი დაწყლულება და რაც დამცველობითი თვისებები გააჩნია, იმისი განადგურება.
2) დავუშვათ იწვეთებთ კონცენტრაციას, რომელიც ვირუსს კლავს და არ აზიანებს ლორწოვანს.. ოკ. მაშინ შეკითხვა: რა კონცენტრაციაა ეს და ვინ გამოთვალა იგი?
3) დავუშვათ, ის კონცენტრაციაც ვიცით („ის რუსი ექიმი ტყუილს ხომ არ იტყოდა“) და იმ კონკრეტულ მომენტში მოკალით ვირუსი, მერე რას შვებით? აღარ აპირებთ ჩასუნთქვას, თუ ფიქრობთ რომ იქ მიეწებება ის პერეკისი მეორე ჩაწვეთებამდე;
4) იწვეთებთ ისეთ კონცენტრაციას, რომელიც „არც მწვადს წვავს და არც შამფურს“. რასაც იწვეთებთ, ის იქვე იშლება (ცხვირ-ხახის სითბოში მალე დაიშლება წყლად და ჟანგბადად). თქვენი კეთილგონიერების იმედი მაქვს და სავარაუდოდ, სწორედ ასე იქცევით. მაშინ ტყუილად ირჯებით საერთოდ, მაგრამ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ეს ყველაზე კარგი ვარიანტია თქვენთვის. პლაცებოს ეფექტი კარგია, მაგრამ, იცოდეთ, მაგას არანაირი აზრი არა აქვს და პირბადე და ხელების ხშირად დაბანა არ დაგავიწყდეთ.
ცხვირში ჩაწვეთება ვირუსის სამკურნალოდ: ვირუსი ცხვირში არაა. ის მრავლდება ცხვირხახაში და შემდეგ გადადის სისხლში. ცხვირში მხოლოდ ლორწოა ან შეშუპება. ლორწოს გამორეცხვა წყლითაც შეიძლება. შეშუპებას პერეკისი ვერ მოხსნის (პირიქით შეიძლება)”, – წერს კაკაბაძე.
მისი სტატუსი მოგვიანებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პაატა იმნაძემ შემდეგი მინაწერით გააზიარა: “უკომენტაროდ, ყველაფერი ახსნილია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები