თბილისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო

თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს სხდომაზე, სადაც თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობას თანხმობა უნდა გამოუცხადონ, სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

ერთმანეთს საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის” წარმომადგენელი ოთარ ჩრდილელი და თბილისის საკრებულოს „ძლიერი საქართველო-ლელოს“ დეპუტატი ვატო სურგულაძე დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოთარ ჩრდილელმა ვატო სურგულაძეს უთხრა, რომ ფინანსური და ადამიანური რესურსით ამაგრებდნენ ანტისახელმწიფოებრივ მიტინგებს.

„ფინანსური და ადამიანური რესურსით ამაგრებდით და ამხნევებდით ანტისახელმწიფოებრივ მიტინგებს. თებერვალში, როდესაც მიხვდით, რომ ყველაფერი დაიშალა, გახარიას ცალკე შეეკარით“,- მიმართა ჩრდილელმა, რის საპასუხოდაც ვატო სურგულაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ეშინიათ და თითის ქნევით არ უნდა ესაუბროს.

„თითით ნუ მესაუბრებით რა, სადმე სხვაგან! გეშინიათ და ეს არის. ჩვენი (ოპოზიციის) გეშინიათ!”,- მიმართა სურგულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები