ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე მოქალაქეებს, ჯამში, 24 მ3 სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი ჰქონდათ განთავსებული. მძღოლებმა შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს.
ავტომანქანები დაილუქა, საქმის მასალები კი შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.