აღმოსავლეთ ევროპაში დიდთოვლობაა (ვიდეო)
აღმოსავლეთ ევროპაში დიდთოვლობაა, ძლიერმა ქარმა კი ბალტიის ზღვაში შტორმი გამოიწვია.
როგორც ტელეარხი Euronews-ი იუწყება, ყველაზე მეტად: ავსტრია, დანია, ფინეთი, შვედეთი და ესტონეთი დაზარალდნენ. ქარის სიჩქარე საათში 85 კილომეტრს წამში აღწევდა, სტიქიას მანქანები მიჰქონდა, წააქცია ხეები და სახლებს სახურავები გადახადა.
სტიქიამ გვერდი პოლონეთსაც არ აუარა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ერთ-ერთი მეტეოროლოგიური სადგურის თანამშრომლები ხელით თხრიან მეტრანახევარი სიმაღლის თოვლის საფარს, რათა შენობიდან გამოსვლა შესძლებოდათ.