ბათუმში, ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი ახადა

აჭარაში, ბათუმში, ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი ახადა. ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სახლის სახურავი, გზის სავალ ნაწილზე დაეცა და რამდენიმე ხე ფესვებიანად მიწას მოსწყვიტა.
ადგილზე სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ. მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დაშავებულია ორი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები