ლევან კობერიძე: გუნდის დაშლის საფრთხეს ვერ ვხედავ

გუნდის დაშლის საფრთხეს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამა თუ იმ პოზიციის გამო დეპუტატებისთვის იარლიყების მიკერება არ მოხდეს.
“გუნდის დაშლის საფრთხეს ვერ ვხედავ. მსჯელობა უნდა იყოს რაც შეიძლება საღი, გამჭვირვალე და ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული, რათა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მსგავსი ფორმით წარმოდგენილი, ნახევარ საათში, ბნელ ან განათებულ ოთახში დაწერილი სია არ უნდა შემოდიოდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს ნებით თუ უნებლიეთ იარლიყები არ მივაკეროთ. მაქვს ჩემი მკაფიოდ გამოხატული მოსაზრება. თუ ის ვინმეს მოსაზრებას ემთხვევა, ეს იქნება მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია თუ სხვა, არ ნიშნავს, რომ რომელიმე ადამიანის ჯგუფს მივეკუთვნები. მე ვარ უმრავლესობის წევრი და მაქვს მკაფიო პოზიციები საკითხებზე, რომელსაც მუდამ ვაფიქსირებ. თუ ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე ან სხვა ადამიანები რაიმე თავის ნაბიჯს გადადგამენ, ეს მათი უფლებაა”,- განაცხადა ლევან კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები