თბილისის მერი საქართველოს პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს
თბილისის მერი კახა კალაძე კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
„დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. ჩვენს პატრიარქს ვუსურვებ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას ჩვენი ერის სულიერი და ეროვნული გაძლიერების საქმეში“ – ნათქვამია მისალოც წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში კახა კალაძის გვერდზეა განთავსებული.
ცნობისათვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დღეს, 86 წელი შეუსრულდა.