“ფრაქციას ნებისმიერი საპარლამენტო ორგანოდან, მათ შორის კომიტეტიდანაც, აქვს უფლება გაიწვიოს მისი წევრი”

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი, იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის საკითხს ეხმაურება. როგორც მან განმარტა, ფრაქციას ნებისმიერი საპარლამენტო ორგანოდან, მათ შორის კომიტეტიდანაც, მისი წევრის გაწვევის უფლება აქვს.
„კომიტეტიდან პარლამენტის წევრის გამოწვევა ნიშნავს იმას, რომ მას უწყდება ამ კომიტეტის წევრობის უფლებამოსილება და ასევე, წევრი ავტომატურად კარგავს იმ თანამდებობასაც, რომელიც კომიტეტში აქვს დაკავებული. ეს ყველაფერი არის რეგლამენტით დარეგულირებული. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ ფრაქციის მხრიდან რაიმე დარღვევას. ეს ყველაფერი არის რეგლამენტით დარეგულირებული, ახალს არაფერს ვამბობთ. ფრაქციების მხრიდან ამა თუ იმ კომიტეტის გამოწვევა თუ ახლის შეყვანა ხშირად ხდება. რეგლამენტის მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ფრაქციას აქვს ნებისმიერი საპარლამენტო ორგანოდან და მათ შორის კომიტეტიდანაც მისი გაწვევის უფლება“, – განაცხადა კახიანმა.
შეგახსენებთ, რომ გედევან ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან გუშინ გაიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები