ბაშკირეთში, კერძო სახლში გაჩენილ ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა

ბაშკირეთში, ქალაქ კაიმაკში მდებარე კერძო სახლში გუშინ ღამით მომხდარ ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ბაშკირეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების თანახმად, კერძო სახლს ცეცხლი წუხელ, 00: 48 საათზე გაუჩნდა. 

“02:16 საათზე ხანძარი ლიკვიდირებული იყო. სამწუხაროდ, ადგილზე მუშაობისას აღმოჩენილ იქნა 4 ცხედარი, მათგან 3 ქალი და ერთი მამაკაცი”, – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები