ზუგდიდში, 5 იანვარს, “პრეზიდენტის ნაძვის ხე” გაიმართება
ზუგდიდში, სკეიტპარკში ,,პრეზიდენტის ნაძვის ხე” გაიმართება, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბავშვებს უმასპინძლებს. „აღნიშნული საახალწლო ღონისძიება ზუგდიდში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმ პრიორიტეტებიდან გამომდინარე იმართება, რომელიც საქართველოს რეგიონების გაძლიერებასა და ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში რეგიონების აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს“,- აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში. ,,პრეზიდენტის ნაძვის ხე” 5 იანვარს, 17:00 საათზე გაიმართება