2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით, მასწავლებლებისთვის მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიისა და უცხოური ენების გამოცდებთან დაკავშირებით, მასწავლებლის გამოცდებში მონაწილეებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრა Microsoft Teams-ის პლატფორმის საშუალებით ჩატარდა, რომელსაც საგნობრივი ექსპერტები უძღვებოდნენ.

“შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმართება”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები