მაგნიტოგორსკში, სახლის ჩამონგრევის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა
მაგნიტოგორსკში, ბუნებრივი აირის გაჟონვისა და აფეთქების გამო საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა. განახლებულ ინფორმაციას რუსეთის სამაშველო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება 31 დეკემბერს დილის საათებში მოხდა, რის გამოც მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოიშალა.