დავით მათიკაშილი: გუნდის შიგნით არსებულ სიტუაციაზე და ყველა საკითხზე იქნება მსჯელობა

„ქართული ოცნების“ დღევანდელ სხდომაზე მიმდინარე საკითხებზე იქნება მსჯელობა, მათ შორის, გუნდის შიგნით არსებულ სიტუაციაზე“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
დეპუტატი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დეტალებზე საუბარს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
„ჩვენ მსჯელობა გვექნება შესაბამის მიმდინარე საკითხებზე. მოგეხსენებათ, ფრაქციის სხდომა გაიმართება და შესაბამისად, გუნდის შიგნით არსებულ სიტუაციაზე და ყველა საკითხზე იქნება მსჯელობა. ის საკითხები წარედგინება საზოგადოებას, რომელსაც მიზანშეწონილად მივიჩნევთ ამ მსჯელობის შემდგომ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
კითხვაზე, ხომ არ მოხდება ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვა გუნდური თამაშის წესების დარღვევის მოტივით, როგორც ეს დავით ჭიჭინაძის შემთხვევაში მოხდა, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ ასეთ დეტალებზე კომენტარს არ გააკეთებდა.
„ასეთ დეტალებზე ახლა არ გავაკეთებ კომენტარს. საზოგადოებისთვის საჭირო ყველა და საინტერესო კითხვას გაეცემა პასუხი“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნება“ დღეს სხდომას გამართავს, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები