ლევან კობერიძე: არ ველოდები, რომ დღეს ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხი დადგება

საპარალამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დღევანდელ სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელის, ეკა ბესელიას შესახებ მსჯელობას არ ელოდება.
კობერიძის ინფორმაციით, დღვანდელ სხდომაზე მიმდინარე საკითხები განიხილება.
„არ ველოდები, რომ დღეს ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხი დადგება. საკითხები არის მიმდინარე, სხვადასხვა, წლის დასაწყისში რაც არის განსახილველი გუნდის შიგნით. არ ველოდები ეკა ბესელიასთან დაკავშირებით მსჯელობას“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები