გედევან ფოფხაძე: მთავარი მიზანია, რომ უზენაეს სასამართლოში ღირსეული ხალხი იყოს შერჩეული

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ახალარჩეული პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოსთვის ღირსეული ხალხი უნდა შეირჩნენ. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე ასეთი მნიშვნელოვანი თემიდან აქცენტების გადატანა სწორი არაა.
“ჩვენთვის მთავარია სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესები და პარლამენტის დამოკიდებულება პარლამენტის მიმართებაში. მთავარი მიზანია, რომ უზენაეს სასამართლოში ღირსეული ხალხი იყვნენ შერჩეულნი. არამგონია, რომ ამ თემიდან აქცენტების გადატანა სწორი იყოს”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე 31 დეკემბერს აირჩიეს, რის შემდეგაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები