სოფო კილაძე: გვაქვს რამდენიმე საკითხი, რომელსაც განვიხილავთ ფრაქციის სხდომაზე

“ქართული ოცნების” ოფისში, პარტიის წევრები, დეპუტატები და უმრავლესობის სხვა წევრები უკვე იკრიბებიან.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე ამბობს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხს განიხილავენ.
„ჩვენ გვაქვს რამდენიმე საკითხი, რომელსაც განვიხილავთ ფრაქციის სხდომაზე, რომელსაც დაესწრება პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. იმ სხვადასხვა საკითხებს შორის რაზე შევჯერდებით და რა საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამის შესახებ საზოგადოებას სხდომის ბოლოს შევატყობინებთ“, – აცხადებს სოფო კილაძე.
შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართება.
წინასწარი ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პარტიიდან გაირიცხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები