ზაქარია ქუცნაშვილი: თავმჯდომარე შემოგვთავაზებს დღის წესრიგს და ამის შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს

ამ წუთებში, პარტია “ქართული ოცნების” ოფისთან მმართველი გუნდის წევრები იკრიბებიან. როგორც ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, დღევანდელი სხდომა ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და თუ რა საკითხებზე იმსჯელებს გუნდი, ამის შესახებ სხდომის შემდგ გაკეთდება კომენტარები. “მოდით დაველოდოთ მოვლენებს, თუ რა საკითხებთან დაკავშირებით იქნება საუბარი. პარტიის თავმჯდომარე შემოგვთავაზებს დღის წესრიგს და ამის შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს”,-განაცხადა ქუცნაშვილმა.
რაც შეეხება ეკა ბესელიას საკითხს, ამასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ მისი სხდომაზე მოსვლის მიზეზი ეს არ ყოფილა.
“მოდით დადგეს ჯერ ეს საკითხი დღის წესრიგში, მერე განვიხილოთ და შემდეგ შევაფასებ”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები