„ქართული ოცნება“ სხდომას მართავს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრება

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა მიმდინარეობს.
ფრაქციის წევრები პარტიის ოფისში დილიდან შეიკრიბნენ.
სხდომა 11:00 საათზე დაიწყო და მას პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.
შეგახსენებთ, რომ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ სოციალურ ქსელში სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პარტიიდან გაირიცხება.
აბაშიძის ინფორმაციით, შეხვედრაზე პარტია „ქართული ოცნების“ წევრები სავარაუდოდ ეკა ბესელიას საკითხზე იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები