ხვალ, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად სხდომას გამართავს

ხვალ, 3 იანვარს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბებიან და სხდომა გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
როგორც „კვირას“ პრესსამსახურში განუცხადეს, სხდომა 11:00 საათზე დაიწყება და მას პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ სოციალურ ქსელში სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა.
მისი თქმით, ხვალ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პარტიიდან გაირიცხება.
აბაშიძის ინფორმაციით, ხვალინდელ შეხვედრაზე პარტია „ქართული ოცნების“ წევრები სავარაუდოდ ეკა ბესელიას საკითხზე იმსჯელებენ.
ამასთან, გია აბაშიძე აცხადებს, რომ ხვალ, ბიძინა ივანიშვილი იწვევს უმრავლესობის სხდომას, სადაც “ნაღმზე აფეთქდება” ეკა ბესელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები