მაგნიტოგორსკში, სახლის ნანგრევებიდან 16 დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს (ფოტოკოლაჟი)

​მაგნიტოგორსკში, სახლის ნანგრევებიდან 16 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, მათ შორის ერთი მცირეწლოვანის. თავდაპირველად ინფორმაცია 11 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა. ამის შესახებ სამაშველო სამსახურის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ.

“სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს ჩელიაბინსკის რაიონში სახლის ნანგრევებიდან 16 დაღუპულის ცხედარი ამოვასვენეთ, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია”, – ნათქვამია განცხადებაში.

27 ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები