დიმიტრი გვრიტიშვილი: ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, მაგრამ არ დავუშვებთ მცდელობას, ვინმე ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლების საქმეებში

ყველას შევახსენებ, მათ შორის დეპუტატებსაც, საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც არსებობს მოსამართლეთა დანიშვნასა და კარიერის მართვაზე, ეფუძნება მხოლოდ ობიექტურ, გაზომვად კრიტერიუმებს,როგორიც არის დამსახურება, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
გვრიტიშვილი აცხადებს, რომ დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აშკარა მუქარაზეა გადასული.
მისვე შეფასებით, დაუშვებელი განცხადება გააკეთა ეკა ბესელიამაც.
„ლევან გოგიჩაიშვილი უკვე აშკარა მუქარაზეა გადასული და ეს სხვა არაფერია, თუ არა სასამართლო ხელისუფლების დასჯის მცდელობა, იმისთვის, რომ ჩვენ ვიმოქმედეთ კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში. აბსოლუტურად დაუშვებელია ეკა ბესელიას განცხადებაც იმის შესახებ, რომ თურმე არიან სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მსახური მოსამართლეები. გაურკვეველია, ვის გულისხმობს სააკაშვილის პერიოდში მომსახურე მოსამართლეებში, ეს ყველაზე თუ არის გავრცელებული, აშკარად დისკრიმინაციული და უსაფუძვლო განცხადებაა, რომ მათ შესაძლებლობა არ უნდა მიეცეთ დაწინაურდნენ უზენაეს სასამართლოში. ყველას შევახსენებ, მათ შორის დეპუტატებსაც, საზოგადოებას – საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც არსებობს მოსამართლეთა დანიშვნასა და კარიერის მართვაზე, ეფუძნება მხოლოდ ობიექტურ გაზომვად კრიტერიუმებს,როგორიც არის დამსახურება. დამსახურება თავის თავში მოიაზრებს კვალიფიკაციას, შესაძლებლობას. კრიტერიუმი, როგორიც არის “სააკაშვილის დროს მსახურება” – არ არის ობიექტური კრიტერიუმი და აშკარად დისკრიმინაციული მიდგომაა და სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის მცდელობაა, რასაც ჩვენ, საბჭოს წევრები არ დავუშვებთ. არავის გვეშინია, მზად ვართ, რომ საზოგადოების წინაშე წარვსდგეთ, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, მაგრამ არ დავუშვებთ მცდელობას, ვინმე ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლების საქმეებში. მით უმეტეს, განახორციელოს რაღაც დასჯის მცდელობა”, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები