პუტინმა სალომე ზურაბიშვილსა და პეტრო პოროშენკოს დამდეგი ახალი წელი არ მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქართველ და უკრაინელ კოლეგებს დამდეგი ახალი წელი არ მიულოცა – სალომე ზურაბიშვილი და პეტრო პოროშენკო არ აღმოჩნდნენ კრემლის მიერ გამოქვეყნებულ უცხოეთის ქვეყნების პირველი პირების იმ სიაში, ვისაც რუსეთის ლიდერი დამდეგ ახალ წელს ულოცავს.
შესაბამის ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. მედიასაშუალების ინფორმაციით, პუტინმა სულ ორმოცი ქვეყნის ლიდერს მიულოცა. მათ შორის, საქართველოს მეზობელი ქვეყნების პირველ პირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები