თბილისის საკრებულომ ორხევის ხელოვნების სკოლის სასულე ორკესტრს უმასპინძლა

თბილისის საკრებულომ საახალწლო ღონისძიებაზე, ორხევში მდებარე თბილისის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის მე-19 ხელოვნების სკოლის სასულე საკრავთა ორკესტრს უმასპინძლა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ორკესტრის წევრებს და პედაგოგებს მიესალმა. მისი განცხადებით, განუზომელია პედაგოგების ღვაწლი, რომლებიც თავისი შრომით მომავალ თაობას მუსიკას აყვარებენ.
„მე მინდა, მადლობა გადავუხადო ხელოვნების სკოლის ორკესტრის პედაგოგებს, განსაკუთრებით მინდა გამოვყო, სკოლის დირექტორი თამაზ მოლაშვილი, რომელიც უკვე 50 წელია, ამ სკოლას ხელმძღვანელობს და მომავალ თაობას ხელოვნების და მუსიკის სიყვარულს უნერგავს. ეს სკოლა უშუალოდ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მდებარეობს და მე ძალიან კარგად ვიცნობ მათ მუშაობას“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარიკა დარჩიამ, საკრებულოს წევრებმა ხელოვნების სკოლის დირექტორი, სკოლის სასულე ორკესტრის დირიჟორები და ორკესტრის წევრები მადლობის საპატიო სიგელებით და საჩუქრებით დააჯილდოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები