აჭარიდან 26 000 ტონა მანდარინია ექსპორტირებული

აჭარაში ნარინჯისფერი რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს, ამ ეტაპზე, უკვე ექსპორტირებულია 26 000 ტონა მანდარინი, რაც 6 000 ტონით აღემატება გასული წლის მონაცემს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ციტრუსის სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ტიტე აროშიძესთან ერთად განიხილა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აჭარაში ნარინჯისფერი რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს, ექსპორტირებულია 26 000 ტონა მანდარინი, რაც 6 000 ტონით აღემატება გასული წლის მონაცემს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით დაგეგმილ მიზნობრივ პროგრამებზეც იმსჯელეს. შეხვედრაზე საუბარი ექსტენციის განვითარების და თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობასაც შეეხო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები