მეუფე პეტრე: გუშინ, საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებით, სინოდის სხდომაზე მის თვალში პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ მითი საბოლოოდ დაიმსხვრა.
ესაბამისი შეფასება მან ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში გააკეთა.
„წინასწარ მოვითხოვე, როცა ვსაუბრობდი უკრაინის თემაზე, შემდეგ ვთქვი, რომ უკრაინის გარდა, ასევე აუცილებლობად მიმაჩნია, რომ წმინდა სინოდზე იქნეს განხილული ჩვენი უდანაშაულო მღვდლის თემა, „ციანიდის საქმე“. რეპლიკებით მითხრეს, რომ უკრაინის საკითხის ამოწურვის შემდეგ სხვა საკითხებზე გადავიდოდით. სხვა საკითხებიც გაგრძელდა და ბოლოს, როდესაც მივედი მიკროფონთან და დავიწყე საუბარი, მინდა, საჯაროდ ვთქვა ეს და იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, რომ პატრიარქი წამოდგა და ღვთისმშობლის ხატისკენ შებრუნდა, ანუ სინოდის დასრულების ლოცვა დააწყებინა მის გვერდით მყოფ მღვდელმთავარს, რომელთაც მიმაჩნია, რომ მას დათვური სამსახური გაუწიეს. დღეს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გაჩენილი ბზარი, რომელიც ჩემში არსებობდა გარკვეული პერიოდის და განსაკუთრებით, ბოლო მოვლენების შემდეგ, გუშინ საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ, ჩემთვის პირადად, როგორც ჭყონდიდელი მიტროპოლიტისთვის“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები