მარიამ ჯაშმა დეპუტატებს მოუწოდა, საქმიანი ფორმატი შეინარჩუნონ და ეს ტრაგედია პოლიტიკური მოტივებისთვის არ გამოიყენონ

პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტზე განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს უსმენენ.
კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა დეპუტატებს მოუწოდა, საქმიანი ფორმატი შეინარჩუნონ და ეს თემა პოლიტიკური მოტივებით არ გამოიყენონ.
„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, დეტალურად გავეცნოთ ინსპექტირების სამსახურის 2018 წლის საქმიანობას, 100-ზე მეტ სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების დეტალებს, შედეგებს, გამოვლენილ ხარვეზებს და ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ზუგდიდის მე-6 სკოლის შემთხვევაში ჩატარებული ინსპექტირების დეტალებზე. იმისთვის, რომ რეალურად შევაფასოთ, მოხდა თუ არა განსხვავებული მიდგომა და იყო თუ არა ზუგდიდის მეექვსე სკოლა გამონაკლისი შემთხვევა, მიმდინარე, განსაკუთრებით სენსიტიური პოლიტიკური პროცესების ფონზე, ვფიქრობთ, რომ სრული სურათის პრეზენტაცია და განხილვა მოგვცემს შესაბამისი ანალიზის გაკეთებისა და შესაბამისი დასკვნების გამოტანის საშუალებას. დღეს მე მქონდა კომუნიკაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მე და მიხეილ ბატიაშვილმა ჩავთვალეთ, იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად მაქსიმალურად შევინარჩუნოთ დღევანდელ განხილვაში საქმიანი ფორმატი, მინდა მოგმართოთ თითოეულ კოლეგას, როგორც უმრავლესობას, ასევე უმცირესობას, თითოეული შეკითხვა მაქსიმალურად იყოს დაკავშირებული ანგარიშთან. ჩვენ დღეს არ ვართ პოლიტიკური მოტივებით და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ტრაგედიას არ ვიყენებთ პოლიტიკური მოტივებისთვის. ეს იქნებოდა, პირველ რიგში, ქალბატონი იას, მისი ოჯახისა და კოლეგების შეურაცხყოფა. ჩვენი ინტერესია, ყველა დეტალი გაირკვეს ჩატარებულ საქმიანობასთან დაკავშირებით”,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები