„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ჭიათურასა და ზესტაფონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

ჭიათურასა და ზესტაფონში, „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებები გაიმართა. კონცერტს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სადღესასწაულო ღონისძიებებში ადგილობრივი და მოწვეული მსახიობები მონაწილეობდნენ, რომლებიც საახალწლო პროგრამით წარდგნენ.

ნიკოლოზ ჩიქოვანი, „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი:
„ვულოცავ ქართველ ხალხს ახალი წლის დადგომას. ვისურვებდი, რომ ეს წელი განსაკუთრებული ყოფილიყოს სრულიად საქართველოსთვის, ბედნიერება და წარმატება მოეტანოს… ასევე, წარმატებულ ახალ წელს ვუსურვებ ჩვენი კომპანიის თანამშრომლებს, 2018 წელს ჩვენ ერთად უამრავი ნაყოფიერი პროექტი განვახორციელეთ. ვისურვებდი, რომ მომავალი წელი იყოს უკეთესი და ჩვენ – ყველას უფრო მეტი სასარგებლო, სასიკეთო საქმეების, ასევე, პროფესიული წინსვლის შესაძლებლობა მოგვეცეს“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები