პიროტექნიკით მიღებული დაზიანებებით დამწვრობის ცენტრს უკვე 25-მა პაციენტმა მიმართა

15 დეკემბრიდან დღემდე, პიროტექნიკით მიღებული დაზიანებებით დამწვრობის ცენტრს უკვე 25-მა პაციენტმა მიმართა, მათ შორის უმეტესობა 6-დან 12-წლამდე ბავშვია.
უმრავლესობას მარჯვენა ხელის მტევანი მსუბუქად ჰქონდათ დაზიანებული.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ „კვირას“ განუცხადა, პაციენტებს ამბულატორიული დახმარება გაეწიათ.
მისივე თქმით, მათ მსუბუქი ხარისხის თერმული დაზიანება ჰქონდათ მიღებული.
„მძიმე შემთხვევები არ ყოფილა, ამბულატორიული დახმარება გაეწიათ. დანიშნულება მივეცით და სახლში გაეწერნენ. უმეტესობა იყო 6-დან 12-წლამდე ბავშვი“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები