ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 2018 წელს ორგანიზებულ უფასო სამედიცინო აქციებისა და ღონისძიებების ჩამონათვალს აქვეყნებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 2018 წელს ორგანიზებულ უფასო სამედიცინო აქციებისა და ღონისძიებების ჩამონათვალს აქვეყნებს.

„მოგახსენებთ, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში, პერმანენტულად ტარდება სხვადასხვა უფასო სამედიცინო გამოკვლევები ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, როგორც თბილისში, ასევე, ქვეყნის ყველა რეგიონში.

გთავაზობთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ორგანიზებულ უფასო სამედიცინო აქციებისა და ღონისძიებების 2018 წლის ჩამონათვალს:

2018 წლის 17 თებერვალს, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, თბილისში მცხოვრებ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს ჩაუტარდათ კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები.

2018 წლის 3 მარტს, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, ჩატარდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები ჭიათურიდან, მარნეულიდან, რუსთავიდან (სპეციალურად აქციისთვის ჩამოყვანილი) და აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანებისათვის.

2018 წლის 10 მარტს, ლაიონსების კლინიკაში ჩატარდა თვალის უფასო გამოკვლევები გლდანის რაიონში რეგისტრირებული ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის.

2018 წლის 11 მარტს, წეროვანში, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა ადგილობრივ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები ჩაუტარეს.

2018 წლის 15 მარტს, გლდანის რაიონში მცხოვრებ ვეტერანებს ჩაუტარდათ C ჰეპატიტის სკრინინგი.

2018 წლის 20 მარტს, რუსთავში მცხოვრებ ვეტერანებს ჩაუტარდათ C ჰეპატიტის სკრინინგი.

2018 წლის 24 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” ხონში, მრავალპროფილური ექიმების გუნდის მიერ ჩატარდა უფასო სამედიცინო გამოკვლევები ხონის, თერჯოლის, ვანის და სამტრედიის რაიონებიდან ჩამოსული ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. ასევე ჩატარდა C ჰეპატიტის სკრინინგი.

2018 წლის 24 მარტს ტუბერკულოზის ცენტრში ჩატარდა ტუბერკულოზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი უფასო გამოკვლევები ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის.

2018 წლის 31 მარტს, ახმეტაში, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა ადგილობრივ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები ჩაუტარეს.

2018 წლის 4 და 5 აპრილს, გურიაში მცხოვრებ ვეტერანებს (ნაბეღლავი, ჩოხატაური, ზოტი) ჩაუტარდათ C ჰეპატიტის სკრინინგი.

2018 წლის 13 აპრილს, შშმ ვეტერანს რობიზონ ჯაბანაშვილს გადაეცა ადაპტირებული ეტლი.

2018 წლის 14 აპრილს, ნიქოზში, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა ადგილობრივ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს. ასევე ჩატარდა C ჰეპატიტის სკრნინგი.

2018 წლის 21 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმებმა ბორჯომში მცხოვრებ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს ჩაუტარეს უფასო სამედიცინო გამოკვლევები და C ჰეპატიტის სკრინინგი.

2018 წლის 28 აპრილს, თელავში, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ადგილობრივ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს.ასევე ჩატარდა C ჰეპატიტის სკრნინგი.

2018 წლის 5 მაისს, გურჯაანში, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა ადგილობრივ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს. ასევე ჩატარდა C ჰეპატიტის სკრნინგი.

2018 წლის 10/11 მაისს, თერჯოლასა და ქუთაისში შშმ ვეტერანებს გადაეცათ ადაპტირებული ეტლები.

2018 წლის 19 მაისს, ფოთში, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა ადგილობრივ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს.

2018 წლის 31 მაისს, ზუგდიდში, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა ადგილობრივ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს.

2018 წლის 14/18 მაისს, ბათუმში, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა ადგილობრივ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს.

2018 წლის 21 მაისს, თერჯოლაში, ჩიჩუების თვალის კლინიკის ექიმებმა ადგილობრივ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს თვალის უფასო გამოკვლევები ჩაუტარეს.

2018 წლის 23 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” სიღნაღში მცხოვრები ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ჩატარდა მრავალპროფილური უფასო სამედიცინო გამოკვლევები.

2018 წლის 29 მაისი/ 1 ივნისი _ ოზურგეთში გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა ადგილობრივ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს.

2018 წლის 13/15 ივნისს, მარტვილში, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა ადგილობრივ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს.

2018 წლის 18/20 აგვისტოს, ბათუმსა და ოზურგეთში შშმ ვეტერანებს გადაეცათ ადაპტირებული ეტლები და მედიკამენტები.

2018 წლის 8 სექტემბერს, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, თბილისში მცხოვრები ვეტერანებისთვის ჩატარდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო სამედიცინო გამოკვლევები.

2018 წლის 29 სექტემბერს, მცხეთაში, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა ადგილობრივ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს.

2018 წლის 5/7 ოქტომბერს, წყალტუბოში, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა ადგილობრივ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს.

2018 წლის 13/14 ოქტომბერს, ახმეტაში, სოფელ დუისში გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა ადგილობრივ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს.

2018 წლის 20 ოქტომბერს, კლინიკა “ვივა მედში” თბილისში მცხოვრები ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ჩატარდა მრავალპროფილური უფასო სამედიცინო გამოკვლევები.

2018 წლის 10 ნოემბერს, ზესტაფონში, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა ადგილობრივ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს.

2018 წლის 17 ნოემბერს საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დვანში, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ადგილობრივ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს. ასევე ჩატარდა C ჰეპატიტის სკრნინგი.

2018 წლის 24 ნოემბერს, დუშეთში, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა ადგილობრივ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს.

2018 წლის 7 დეკემბერს, ლაიონსების თვალის კლინიკაში აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს თვალის უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

2018 წლის 8 დეკემბერს, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, თბილისში მცხოვრებ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

2018 წლის 15 დეკემბერს, გარდაბანში, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა ადგილობრივ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები